გარემოს დაბინძურება
გარემოს დაბინძურება წარმოიშვება
არა მარტო ინდუსტრიული წარმოებისას, არამედ გარემოს საყოფაცხოვრებო
პირობებში ენერგიის გამოყენებით, გათბობის მოწყობილობათა გამონაბოლქვებით,
ისევე როგორც ნაგვითა და ქიმიური ნივთიერებებით(მაგალითად, სარეცხი და
საწმენდი საშუალებები) და სასმელი წყლის გაფლანგვით ( არა მომჭირნედ
გამოყენებით). ერთ-ერთ ყველაზე ძნელად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს
წყლის და ჰაერის დაბინძურება, ენერგიის და ფართობის გადამეტებული
გამოყენება, ისევე როგორც ტრანსპორტით გამოწვეული ხმაურის პრობლემა.
ბუნებაში ერთი ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი ნარჩენი მეორე ორგანიზმისთვის
საკვებს ან რესურს წარმოადგენს. მიკროორგანიზმები და ჭიაყელები გარდაქმნიან
ფოთლებს და მკვდარ ცხოველებს ჰუმუსად, რომელიც თავის მხრივ მცენარეთა
საკვებია.
ამ ციკლების ჩამოყალიბებას ბუნებაში მილიონობით წელი დასჭირდა, ადამიანის დღევანდელი ცხოვრების წესი კი სწრაფად არღვევს ამ ბუნებრივ ბალანს წარმოქმნის რა ნარჩენების მზარდ რაოდენობას.
"ნარჩენი არის ადამიანის აქტივობის თანაპროდუქტი და განისაზღვრება როგორც ნებისმიერი ნივთიერება ან საგანი რომელსაც იშორებს მფლობელი, განზრახული აქვს რომ მოიშოროს ან უნდა მოიშოროს"
არსებობს შემდეგი ტიპის ნარჩენები: საყოფაცხოვრებო, სამშენებლო, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, სამთო-მოპოვებითი სამედიცინო და ა.შ
რატომ არის პრობლემა პოლიეთილენის პარკების გამოყენება?
ზოგიერთი ფაქტები მოხმარების შესახებ
• პოლიეთილენის პარკების აქტიური წარმოება დაიწყო 70-იანი წლებიდან;
• ყოველწლიურად მსოფლიოში იწარმოება 4-5 ტრილიონი პოლიეთილენის პარკი;
• ჩინეთში ყოველდრე მოიხმარებოდა 3 მილიარდი პოლიეთილენის პარკი (2008 წ);
• საქართველოში სავარაუდოდ 20 მილიონი.
რატომ ქმნის ცელოფნის პარკები პრობლემას?
• არ არის ბიოდეგრადირებადი (1000 წელი სჭირდება მის დაშლას)
• მზადდება პოლიეთილენისგან, რომელიც თავის მხრივ იწარმოება ნავთობპროდუქტებისგან;
• რთულია მასი რეციკლირება (მხოლოდ 1% რეციკლირება ხდება)
• 100 მილიონი პარკის საწარმოებლად საჭიროა 430,000 გალონი ნავთობი (1627 ტ);
• წარმოების პროცესში გამონაბოლქვი აბინძურებს ჰაერს;
• დაშლის დროს (თუკი ასეთი ხდება) აბინძურებს ნიადაგს და მიწისქვეშა წყლებს ტოქსიკური ნივთიერებებით და აღწევს კვებით ჯაჭვში;
კონკრეტულად რა ზიანს აყენებს გარემოს?
• ადვილად გადაიტანება ქარის მიერ ტყეებში, ზღვებში, ოკეანეებში, მდინარეებსა და ტბებში. დაახლოებით 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილერნის პარკების გადაყლაპვის გამო;
როგორ ებრძვიან მსოფლიოში პოლიეთილენის პარკებს

შედეგი: მოხმარება შემცირდა 1.2 მილიარდიდნ 100 მილიონამდე. შესაბამისად დაიზოგა 18 მილიონი ლიტრი ნავთობი
• ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუპერმარკეტების ქსელი კანადაში პარკების ფასი 5 ცენტია
• 2008 წლის 1 ივნისიდან ჩინეთში აიკრძალა თხელი პარკების წარმოება და სუპერმარკეტებში მოხმარება;
• სან-ფრანცისკოში უკანონოდ გამოცხადდა ერთჯერადი პარკების გამოყენება დიდ სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში. სუპერმარკეტებს მოუწოდეს გამოიყენონ ადვილად დეგრადირებადი (1 თვე) პარკები
• მიმართავენ საზოგადოების ქცევის შეცვლისკენ მიმართულ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს
• პროპაგანდას უწევენ ხელახლა გამოიყენონ და შეამცირონ ნარჩენი ან გააკეთონ მათი რეციკლირება და კომპოსტირება, რათა შემცირდეს ზოგადად ნარჩენი, რომლებიც საბოლოო ჯამში მაინც პოლიეთილენის პარკებში უნდა განთავსდეს.
სხვადასხვა ქვეყანაში ნარჩენების მართვისადმი საზოგადოების დადებითი დამოკიდებულების მისაღწევად სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება
• ბარსელონაში ნარჩენების განცალკევებით შეგროვების პროცესი სახალისო თამაშს ჰგავს, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ასაკის მოსახლეობა, მათ შორის, ბავშვები. ნარჩენების თითოეული კომპონენტისათვის განკუთვნილია სხვადასხვა ფერის ტომარა, რომლებიც შევსების შემდეგ ბარდება დანიშნულებისამებრ. ამ პროცესის დამთავრების შემდეგ ბავშვები ჯილდოვდებიან სხვადასხვა ტკბილეულით, ხოლო უფროსები იმსახურებენ მადლობას ადგილობრივი ხელისუფლებისაგან.
• შვეიცარიაში არსებობს ნარჩენების წვის 37 საქალაქო საწარმო, რომლებიც ქალაქებს ელექტროენერგიითა და ცხელი წყალით ამარაგებენ. თითოეული ასეთი საწარმო 150 ათასიანი ქალაქისათვის საჭირო ელექტროენერგიის 10%ს იძლევა და მთლიანად უზრუნველყოფს ამ რაოდენობის მოსახლეობას ცხელი წყლით.
• ზანზიბარში, გარემოსა და ტურისტების იტერესების დაცვის მიზნით, აიკრძალა პოლიეთილენის პარკების წარმოება და იმპორტი, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ქვეყანა ყოველთვიურად შემოსავლებში 400 ათას აშშ დოლარს კარგავს.
• გერმანიაში 45 მლნ. ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი წარმოიქმნება, რომელთაგან 10 მლნ. ტონა იწვება ეკოლოგიურად უსაფრთხო ნაგვის საწვავ ქარხნებში, 21 მლნ ტონა გადამუშავდება ახალი შესაფუთი მასალებისა და ქიმიური ქარხნებისათვის ნედლეულის მისაღებად, ხოლო 14 მლნ ტონა გააქვთ 300 მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე.
• ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, 2003 წლიდან ნებისმიერი სავაჭრო დაწესებულება ვალდებულია მიიღოს გამოყენებული ჭურჭელი როგორც მინის, ასევე პლასტიკური, მეტალის შემცველი შესაფუთი მასალები და სხვ. გარდა ამისა, ქუჩებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დადგმული სხვადასხვა მოცულობისა და ნაირფრად შეღებილი ოთხგანყოფილებიანი ურნები და კონტეინერები უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის ნარჩენების განცალკევებულად შეგროვებას. ამ გზით წელიწადში 6 მლნ ტონა შესაფუთი მასალების, 2 მლნ ტონა მინის, 1605 მლნ ტონა ქაღალდისა და მუყაოს შეგროვება ხერხდება.
• იაპონიაში დაპრესილი ნარჩენებისა და ნაგვისაგან აწარმოებენ ბრიკეტებს ხელოვნური კუნძულების მშენებლობისათვის. ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ნარჩენების გადამუშავებით მიღებული მასალებისაგან ტოკიოს ყურეში აშენებული კუნძული ოდაიბა, რომლიდანაც კარგად ჩანს ტოკიოს პანორამა და ამ კუნძულის ქალაქთან შემაერთებელი ცისარტყელას ხიდი.
როგორ ებრძვიან საქართველოში პოლიეთილენის პარკებს
სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ ბაზელის კონვენციის პროცედურების შესაბამისად განხორციელებული საქმიანობა
- სამინისტროსთან შეთანხმებით ბაზელის კონვენციის პროცედურებით კომპანია BP-დან გერმანიასა და ნიდერლანდებში ექსპორტირებულია სხვადასხვა კლასის სახიფათო ნარჩენები. ამჟამად ექსპორტირებული სახიფათო ნარჩენების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 700 ტონას, ხოლო 2008 წლის ოქტომბრის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 150-200 ტონა სახიფათო ნარჩენების ექსპორტი საქართველოდან.
- გერმანული გადამამუშავებელი კომპანიის "SUD-MULL"-ის მიერ დაიგეგმა კრწანისის სამხედრო ბაზის ტერიტორიიდან სხვადასხვა კლასის სახიფათო ნარჩენების ექსპორტი (5 000 კგ) გერმანიაში. ამჟამად იგეგმება ექსპორტის დაწყება, ხოლო 2009 წლის თებერვლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს სრული რაოდენობის ექსპორტი.

არასახიფათო ნარჩენების ახალი ევროსტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი
სამინისტროს,
ბი-პის, ქვემო-ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, ქ. რუსთავის და გარდაბნის
რაიონის თვითმართველი ორგანოების ურთიერთშეთანხმებით გადაწყვეტილია ბი-პის
დაფინანსებით აშენდეს ახალი არასახიფათო ნარჩენების (საყოფაცხოვრებო
ნარჩენების) ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისად. ამ მიზნით ბი-პის
მიერ უკვე შეძენილია 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სოფ. ახალ სამგორთან. 7.3
ჰექტარი ამ მიწის ნაკვეთიდან განკუთვნილია რუსთავისა და გარდაბნის
რეგიონალური ნაგავსაყრელისათვის, ხოლო 2.7 ჰექტარი - ბი-პის
ნაგავსაყრელისათვის.
ეს
იქნება პირველი ევროსტანდარტის ნაგავსაყრელი საქართველოში და ამიტომ მისი
გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და დაპროექტებისათვის მოწვეული იქნა
ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია გოლდერი, რომელმაც უკვე წარმოადგინა
ნაგავსაყრელის კონცეპტუალური პროექტი და ასრულებს გარემოზე ზემოქმედების
შეფასების დასკვნას. ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები რუსთავი-გარდაბნის
რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობის ვადების, საჭირო სახსრების და
ოპერირების თაობაზე.
ახალი
ნაგავსაყრელის მშენებლობის პარალელურად, ბი-პის დაგეგმილი აქვს ტექნიკური
დახმარების გაწევა რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებისათვის, რაც
მოიცავს თანამედროვე ტიპის ნაგვის მანქანების და კონტეინერებს შეძენას,
ხელშეწყობას თანამედროვე სტილის ნარჩენების მართვის სისტემას დანერგვაში და
ა.შ.
განხორციელდა ნარჩენების ინვენტარიზაცია გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით "მხარდაჭერა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის გარემოსდაცვითი დაგეგმვის ჩარჩოების გაუმჯობესებაში"
ინვენტარიზაცია განხორციელდა ნარჩენთა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
- საყოფაცხოვრებო ნარჩენები;
- სამრეწველო ნარჩენები;
- სამედიცინო ნარჩენები;
- ბიოლოგიური ნარჩენები.
კახეთის რეგიონში ვადაგასული პესტიციდების რისკ-ფაქტორების შემცირების პროექტი
აღნიშნული
პროექტის ფარგლებში ჰოლანდიის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია
ახორციელებს ვადაგასული პესტიციდების შეგროვებას, საერთაშორისო ნორმების
შესაბამისად შეფუთვას და მის უსაფრთხო განთავსებას ამ მიზნით აშენებულ
სპეციალურ საწყობში. პრაქტიკული სამუშაოები დაწყებულია და უნდა შეგროვდეს,
შეიფუთოს და განთავსდეს სავარაუდოდ 350 ტონა ვადაგასული და ხმარებისთვის
უვარგისი პესტიციდები.
ერთად ყველაფერს შევძლებთ