საქართველოს უნიკალური ბუნება და მისი დაცვა უსახსრო მოსახლეობისგან
ბევრჯერ თქმულა და გავიმეორებთ, რომ საქართველოს ერთადერთისიმდიდრე მისი ბუნებაა. ეს ბუნება განსაკუთრებულია არა სილამაზით, არამედ მასში არსებული მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობებით. საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი ბუნებაც უყვართ და მის განსაკუთრებულობაზე ლაპარაკიც. ისინი დიდი სიამოვნებით ატარებენ დროს ბუნების წიაღში და განცხრომას ეძლევიან, მაგრამ ტყესა და მთაში ყოფნისას არ ფიქრობენ იმაზე, რომ ამ მთა-ბარში 7000 სახეობის ყვავილოვანი მცენარე ხარობს, არც უნიკალურ ცხოველებსა და ხეებზე ფიქრობენ.ხეზე ფიქრი მაშინ დაიწყეს, როცა მათ ბინებში აცივდა და გათბობის სხვა საშუალება აღარ ჰქონდათ, როცა ხე გასათბობად დასჭირდათ. ასე განადგურდა ტყე.იგივე დაემართა
თევზსა და პირუტყვს. კეთილშობილ ირემს, მაგალითად, ლამის ბოლო მოუღეს. რვა წლის წინ 700 ერთეული ბინადრობდა ამ იშვიათი ცხოველისა საქართველოს ტყეებში, ახლა კი 37-ღა დარჩა. საკუთარი ბუნების მოყვარული ქართველები ავტომატებით ნადირობდნენ ტყის ამ მშვენებაზე. ბრაკონიერებს შედარებით იოლად გადაურჩა მურა დათვი, ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში 39 მათგანი ცხოვრობს.
ეს ასე იყო ყოველთვის, ოღონდ უწინდელ პოლიციურ სახელმწიფოში მხოლოდ განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილ პარტიულ მუშაკებს და მათთან დაახლოებულ ბრაკონიერებს ჰქონდათ შესაძლებლობა ეხოცათ ეს იშვიათი ცხოველები, საბჭოთა სახელმწიფოს დაშლის შემდგომ კი, განუკითხაობის ჟამს, ბუნებაზე შეტევა გაძლიერდა.
1990 წლიდან, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს, მაშინდელი პრეზიდენტის სურვილით, საქართველოს ბუნების დაცვის საქმეში აქტიურად ჩაერია საერთაშორისო ორგანიზაცია, სახელწოდებით “ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი”,
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი
(ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირი (ინგლ. International Union for Conservation of Nature; IUCN) — არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა ბუნების კონსერვაცია / დაცვა. დაარსდა 1948 წლის ოქტომბერში საფრანგეთის ქალაქ ფონტენბლოში. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ გლანდიში. კავშირი აერთიანებს მსოფლიოს 82 ქვეყანას, 111 სამთავრობო უწყებას, 800 არასამთავრობო ორგანიზაციას და მსოფლიოს 181 ქვეყნის 10 000 მეცნიერსა და ექსპერტს.)
რომელსაც მთავრობამ სთხოვა აღეწერა და მიეხედა საქართველოს მთა-ბარისთვის. არ შეიძლება არ ვახსენოთ უდო ჰირში - კაცი, რომელმაც, “ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის” დავალებით, ბუნების დამცველთა პირველსავე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. “ფონდმა” მიზნად დაისახა განესაზღვრა საქართველოს 7 დიდი ნაკრძალი. 1991 წელს, როცა საქართველოში პოლიტიკური გადატრიალება მოხდა, იმ დროისთვის უკვე შედგენილი რუკები განადგურდა. ახალმა ხელისუფლებამ “ფონდს” სთხოვა გაეგრძელებინა დაწყებული საქმე. ამჟამად ნაკრძალთა უმეტესობის საზღვრები დადგენილია. სულ მცირე, ქაღალზე მაინც დაცულია მაღალი და საშუალო მთიანეთის, ასევე, შავი ზღვისპირა ტენიანი, სუბტროპიკული რეგიონები. ქაღალდზეა დაცული, ვინაიდან რეალურად საქართველოს სახელმწიფოს ამგვარი მიზნებისთვის სახსრები არ გააჩნია.
“ფონდი” ფულს არ იშურებს საქართველოს ბუნების დასაცავად. მაგალითად, მხოლოდ ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალისთვის ორნახევარი მილიონი ევროა დახარჯული.



ბუნების დაცვა — გარემოს დაცვის პრაქტიკა, ინდივიდუალური, ორგანიზაციულ და სამთავრობო დონეზე, ბუნებრივი გარემოს და ადამიანებისთვის საკეთილდღეოდ. ადამიანი უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას ითვისებს, რათა სახლები, ქარხნები და ფერმერები ააშენოს, ამიტომ დანარჩენ ცოცხალ არსებებს უფრო და უფრო ნაკლები საცხოვრებელი ადგილი რჩებათ. ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომლის მიზანია იშვიათი ცხოველები და მცენარეები არ გადაშენდნენ, ხოლო ბუნების გავრცელებული სახეობები — არ გაიშვიადნენ. კონსერვაცია ამ ცხოველთა და მცენარეთა საცხოვრისის შენარჩუნებასაც გულისხმობს.

კუნძულ მავრიკის ბინადარი დოდო(დრონტი) ზანტი ფრინველი იყო, რომელიც ვერ ფრენდა. როცა ადამიანები ამ კუნძულზე ჩავიდნენ, აღმოაჩინეს, რომ დრონტი მოსანადირებლად იოლი იყო და ამავდროულად გემრიელი ხორციც ჰქონდა. საუკუნეც არ გასულა, რომ დრონტები პირწმინდად ამოწყვიტეს. ბევრი სხვა ცხოველი ან გადამეტებული ნადირობის შედეგად ამოწყდა ან საცხოვრისის განადგურების გამო.